დედოფალი ნეფერტიტი
პროექტის მთავარი
იდეა: ძველი ეგვიპტე,
ფარაონთა და დედოფალთა ცხოვრება.
პროექტის აქტუალობა: მიღებული ცოდნა
და პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარება წარმოიდგინონ და კარგად დაიმახსოვრონ ძველი
ეგვიპტის ის ეპოქა,
რომელშიც ცხოვრობდნენ ფარაონი ეხნატონი და მისი ოჯახი. გამოუმუშავდებათ
ინდივიდუალურად მუშაობის,
აგრეთვე ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები.
პროექტის მიზნები: მოსწავლემ შეძლოს
შემოქმედებითი უნარის გამოყენება, ძველი ეგვიპტის კულტურული გარემოს წარმოდგენა. შეძლოს
ჯგუფებში მუშაობა.
(სამუშაოს განაწილება, შესრულება)
კავშირი ე.ს.გ. შედეგი ს.გ. VIII –1,2,5,6,7,9,11.
მონაწილეთა ასაკი –14 წელი.
ხანგრძლიობა: ერთი კვირა (სამი გაკვეთილი)
საგანი და პროცედურები: განმავითარებელი
შეფასების სქემას (d,c,b,a) წინასწარ
გავაცნობ მოსწავლეებს.
წინასწარი ცოდნა: წარმოდგენა აქვთ ეპოქაზე, ფარაონებზე, პირამიდებზე.
კარგად ფლობენ იმ ძირითად რესურსებს რაც უნდა გამოვიყენოთ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტი, გუაში,
მუყაო, ბისერები,
ქსოვილი,
წებო.
პროექტის მსვლელობა:
კლასი იხსენებს ძველ ეგვიპტეს, ეპოქას–რომელშიაც ფარაონი
ეხნატონი და დედოფალი ნეფერტიტი ცხოვრობდნენ. შემდეგ
ვაცნობ პროექტს და იყოფიან ჯგუფებად. ინაწილებენ ფუნქციებს: 1
დიზაინერი, 1 სტილისტი, 4
მკერავი, 3 მასალის მომძიებელი,1 შერჩეული გოგონა, რომელიც
დედოფლის როლს გაითამაშებს.
შეიმოსება დედოფალი ნეფერტიტი: კაბით, ქუდით, ყელსაბამით, გაუკეთდება
სათანადო მაკიაჟი. შეძლებისდაგვარად შესაფერის გარემოს შევუქმნით დედოფალს. (პალმები,ლოტოსის
ყვავილები, თევზები.)
შემდეგ დედოფალი წარსდგება აუდიტორიის წინაშე და მოუთხრობს
ისტორიას მისი ოჯახისა და ეგვიპტის შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი: ირინა ხომერიკი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: iraxomeriki5@gmail.com